მოყინული გზის გამო იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა – შეფერხებულია მოძრაობა

835

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია. მათივე ინფორმაციიით, გზა იმდენად მოყინულია, რომ მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა. მათივე ცნობით, ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა.