რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვა ბათუმიდან დაიწყო

549

TV 25

რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვა ბათუმიდან დაიწყო. განხილვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებიან.

სტრატეგია თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გაზრდას, ფისკალურ დეცენტრალიზაციასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.