სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

674

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი ლიკა ქვარცხავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“სამხარეო ადმინისტრაციიაში მუშაობის და სახელმწიფო რმუნებულთან თანამშროლობის პერიოდი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მიხარია, რომ მეც შევიტანე წვლილი ახალი სახელმწიფო რმუნებულის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, მაგრამ ახლა აქ საჭიროა ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს, მეტი დრო დაუთმოს სამსახურს. გამომდინარე იქიდან, რომ მცირეწლოვანი შვილები მყავს და მარტოხელა დედა ვარ, მირჩევნია ისეთ პოზიციაზე ვიმუშავო, სადაც ოჯახს მეტ დროს დავუთმობ, ამიტომაც გადავწყვიტე წამოსვლა“, – განაცხადა ლიკა ქვარცხავამ.

სამსახურში ის 31 იანვრამდე რჩება, ამ დროისთვის კი შვებულებით სარგებლობს.

სოფელ რუხში მერის წარმომადგენელი ლიკა ქვარცხავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურად 5 სექტემბერს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილმა პრესსამსახურმა პაატა ლაგვილავამ ორ თანამშრომელთან ერთად თანამდებობა დატოვა. პაატა ლაგვილავას შემდეგ ამ პოზიციაზე დანიშნულმა ლევან სულაშვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა. მან თანამდებობაზე უარი პირადი პრობლემების გამო თქვა.

გამოცემა “ლაივპრესის” ინფორმაციით, სახელმწიფო რმუნებულის პრესსამსახურის უფროსად კვლავ პაატა ლაგვილავა დაინიშნება, თუმცა მან ეს ინფორმაცია “ლაივპრესს“ არ დაუდასტურა.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა.