თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე პრემიერისა და პრეზიდენტის კონსულტაციები უკვე დაწყებულია

736

თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია, – განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გააკეთა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის თვითმმართველობის არჩევნების თარიღი სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

“პრემიერმა  და პრეზიდენტმა უკვე დაიწყეს კონსულტაციები. როგორც კი გახდება ცნობილი თარიღი, ვაცნობებთ საზოგადოებას”,-აღნიშნა მიშველაძემ.

წყარო: 1tv.ge