ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

939

წინა სტატია

თბილისის მერიმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვახუშტის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისითქმით, სამუშაოები, დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობა შეიცვლება.

“როგორც იცით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2015 წელს ჩატარებული იქნა გამოკვლევა ყველა ხიდთან მიმართებაში და ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რომელი ხიდების რეაბილიტაცია არის პრიორიტეტი და ამის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს.

მდინარე მტკვარზე გადასასვლელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, გარეგანათების, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების კეთილმოწყობა და დაბინძურებული შიდა სივრცის დასუფთავება. სამუშაოები 4-5 თვის განმავლობაში განხორციელდება. ჩემი თხოვნა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორი იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როდიდან დაიწყება სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.