თბილისის მერია ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების ჩასაბარებლად სპეციალურ ადგილებს გამოყოფს

719

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების ჩასაბარებლად სპეციალურ ადგილებს გამოყოფს.

კალაძის თქმით, ჩიჩილაკებსა და ნაძის ხეებს დაამუშავებენ და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებენ.

“დასრულდა საახალწლო დღეები და ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება თუ სად წაიღოს გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მათი მოხვედრა სანაგვე კონტეინერებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია “გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში დაიწყება აქცია, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ჩიჩილაკები და ნაძვის ხეები. კონკრეტული ადგილები იქნება მოცემული, მაგალითად, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, ვერის ბაღი. შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოსახლეობა მიიტანს ჩიჩილაკებს, ნაძვის ხეებს და ჩააბარებენ, შემდეგ მოხდება მათი დამუშავება და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.