კალაძე: კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია

781

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართა, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, ნებისმიერი გადაცდომის მიმართ მერია სიმკაცრეს გამოიჩენს. კ

კალაძემ გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ კორუფციის შემთხვევების შემჩნევის შემთხვევაში, „არანაირი უკან დახევა არ იქნება“.

“მინდა, მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ რაიმე კორუფციის ნიშნები იქნება შემჩნეული. ვიქნებით უმკაცრესები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ეს კორუფციისა და გადაცდომის სახით არ უნდა ხდებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.