წყლის მილის დაზიანების გამო ახალციხეში მანველიშვილის ქუჩა გადაკეტეს

811

დღეს 15 იანვარს წყალმომარაგების კომპანიამ, დაზიანებული წყლის მილის შესაკეთებლად, ახალციხეში მანველიშვილის ქუჩა გადაკეტა. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მანველიშვილის ქუჩაზე წყლის მილი რამდნეიმე დღის წინ დაზიანდა.

“ფარული დაზიანება იყო და ვერ პოულობდნენ, ტექნიკურმა ჯგუფმა მიაგნო ადგილს, საიდანაც წყალი ჟონავდა და მისი შეკეთება დაიწყეს. რამდენიმე საათში დასრულდება სამუშაოები და გზაც გაიხსნება“, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.