ხოჯევანიშვილი საკადრო ცვლილებებზე: მუნიციპალიტეტების გაძლიერებისკენ მიმართულ ცვლილებებს მივესალმები

701

წინა სტატია

გორის მერიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა “რადიო მოზაიკასთან” კომენტარი გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მერიაში ცვლილებების განხორციელება ადგილობრივი აღმასრულებლის კომპეტენციაა. რაც შეეხება მის პოზიციას, აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობისკენ გადადგმული ნაბიჯების განხორციელებას მიესალმება.

“მერიაში საკადრო ცვლილებების განხორციელება მერიის კომპეტენცია. მთავარია, მერიამ და მისმა ყველა რგოლმა იმუშაოს გამართულად და ეფქტურად. სიახლეები, რომელიც არა მხოლოდ გორის, არამედ ზოგადად, შიდა ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას გულისხმობს, რა თქმა უნდა, მივესალმები”, – აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.