კონფლიქტისპირა 11 სოფელში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა

598

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიიღო დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ფხვენისიქორდი, მერეთი, პატარა მეჯვრისხევი, არბო, ქერეკარბი, ფლავი, ფლავისმანი, დიდი მეჯვრისხევი და ერგნეთი მდებარეობენ კონფლიქტის ხაზის მიმდებარე ზონაში. აღნიშნულ სოფლებში მისვლა შესაძლებელია E60ავტომაგისტრალიდან  S10 გორი – ცხინვალის გზით და ასევე E60 ავტომაგისტრალიდან გორი – მეჯვრისხევის საავტომობილო გზით. ხელშეკრულების თანახმად გორი მუნიციპალიტეტის კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით მოსაწყობია წყალსადენის სისტემები”, – წერია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.