გორის მერიის შენობისა და გარე პერიმეტრის დასუფთავებისთვის წელს 77 400 ლარი დაიხარჯება

736

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის და გარე პერიმეტრის მოვლა-დასუფთავების მომსახურებისთვის მერია 77 400 ლარს გადაიხდის, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერია ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობს. აღნიშნულ ვალდებულებას მიმდინარე წელს, შპს “სისუფთავის სერვისი” შეასრულებს.

სატენდერო პირობების მიხედვით: საოფისე ფართის დასუფთავება განხორციელდება სამუშაო დღის დაწყებამდე, 08:50 საათამდე, ყოველ დღე; დასუფთავების ობიექტს ყოველდღიურად მოემსახურება არანაკლებ 10 მომსახურე პერსონა, მათ შორის ყოველდღიურ მითითებებს და რეგულარულ კონტროლს განახორციელებს მენეჯერი (პასუხისმგებელი პირი); ყოველდღიურად იმორიგევებს 2 მორიგე დამლაგებელი 10:00 – 18:00 საათებში. მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი) ერთი თვის დარიცხული ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 375 ლარს, ხოლო მენეჯერის არანაკლებ 437,50 ლარს.

ადმინისტრაციული შენობისა და გარე პერიმეტრის მოვლა დასუფთავებისთვის საჭირო თანხა გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო