მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები გორში

215

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის თანამდებობას გორის მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე დაიკავებს, იგი ამ თანამდებობაზე გიორგი ქვათაძეს შეცვლის. ქვათაძე დღემდე სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა ტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, გორის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ხუბულურის ჩარევით მოხდა.

რაც შეეხება გელა კაპანაძის მერის პირველი მოადგილეობიდან მერიის ერთ–ერთი მსხვილი ა(ა)იპ-ის დირექტორად გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამ დროისთვის ოფიციალურად არ ადასტურებენ გორის მერიაში. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არც თავად გელა კაპანაძე ფლობს, თუმცა ტელეკომპანია “თრიალეთან” საუბარში არ გამორიცხავს, რომ ასე მოხდეს.

როგორც “თრიალეთს” სანდო წყარომ განუცხდა, აღნიშნული საკადრო ცვლილებები გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. საქმე ეხება ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს და ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარამდე აუთვისებელ თანხას.

წყაროს ინფორმაციით გორის მერმა ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოებზე პასუხიმგებლობა მის პირველ მოადგილეს გელა კაპანაძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს ზურაბ ჯალაღანიას დააკისრა და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა საკადრო ცვლილებების საკითხი.