გორის სოფელ ქვახვრელში წყლის ახალი სისტემა 127-ჯერ დაზიანდა

642

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის სისტემა, 2018 წელს, 127-ჯერ დაზიანდა. ა(ა)იპ “წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის” წარმომადგენლების ცნობით, წლის განმავლობაში, აღნიშნული სამსახურიდან თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 514-ჯერ გავიდნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება სოფელ ქვახვრელს, აქ სასმელი წყლის სისტემა 2016-2017 წლებში დაამონტაჟეს. იმის ნაცვლად, რომ საქმე 6 თვეში დასრულებულიყო, კომპანიებმა სამუშაოები 2018 წლამდე გააგრძელეს. დამთავრებულ სისტემიდან კი, 2018 წელს, წყალმა სხვადასხვა ადგილას ამოხეთქა. წლის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ დაზიანებების რაოდენობამ 127-ს მიაღწია. ამასთან, ქვახვრელში საჭირო გახდა ორი შემკრები ჭის ამორეცხვაც.