ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია მერის იმპიჩმენტს ითხოვს

666

წინა სტატია

ხარაგაულის ოპოზიციური ფრაქცია “ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს ითხოვს. მისი თქმით, მერი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და მისივე გუნდიც უნდობლობას უცხადებს.

“თუ არ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას და არ მოითხოვენ ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს, მორიგი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ. აუცილებლად ჩავშლით სხდომას”, – განაცხადა ბრიფინგზე თორნკე ავალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მერმა მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში საკრებულოს ორი დღის წინ ჩააბარა და საკრებულომ მისი მუშაობა უარყოფითად შეაფასა.