წყალტუბოს სანატორიუმების შესახებ CNN-მა სტატია მოამზადა (ფოტო)

871

მიუხედავად დანგრეული სანატორიუმებისა, საბჭოთა კავშირის შემდეგ აფხაზეთის ომის გამო, რეგიონიდან დევნილთა ნაწილმა თავი სწორედ ამ შენობებს შეაფარა. სტატიის ავტორი ტომ სეიმური სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დროთა განმავლობაში სანატორიუმებში მცხოვრებლებმა შენობების შემადგენელი ძვირფასი მეტალების გაყიდვა დაიწყეს, ხის იატაკს კი გასათბობად იყენებდნენ და მისგან ცეცხლს ანთებდნენ.

სტატიის ავტორიი დეტალურად აღწერს წყალტუბოს თერმული წყლების შესახებ არსებულ ისტორიასა და საბჭოთა კავშირის დროს აქ გაშენებული შენობების არქიტექტურულ მხარეს.

CNN-ის მიერ მომზადებული სტატია ფოტოგრაფ რაიან კუპმენის ფოტოებით არის გაფორმებული