ირაკლი ქადაგიშვილი: 2019 წელი კახეთში საინტერესო პროექტი განხორციელდება

608

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სხდომის ფარგლებში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მიერ 2019 წელს დაგეგმილი საპროექტო წინადადების შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. სხდომაზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ 2019 წელი კახეთისთვის კიდევ უფრო დატვირთული იქნება, გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და სტანდარტი, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება რეგიონის მასშტაბით, რაც პროცესების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად წარმართვით იქნება შესაძლებელი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სხდომაზე 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს, მოიწონეს 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმები.