ყვარელში მდებარე ისტორიული ციხე-კოშკის ჩამონგრეული ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო

861

წინა სტატია

ყვარლის ცენტრში მდებარე XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ჩამონგრეული ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ. ისტორიული ძეგლის ჩამოშლილი ნაწილი ამჟამად ხარაჩოებშია მოქცეული.

“დაიწყო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენი მიზანია ძეგლის ავთენტურობა არ დაირღვეს, ამიტომ ობიექტს შესაბამისი ქვის მასალით აღადგენენ”, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.