არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან განიხილეს

1017

5 ივნისს თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველი ქალაქების არსებობა როგორც ადგილობრივი დემოკრატიისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის.