თელავის მუნიციპალიტეტში ნაქალაქარ “ტყეტბა-გულგულას“ მიაკვლიეს

1058

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით ისტორიულ ცნობებში აღნიშნულ ნაქალაქარს “ტყეტბა-გულგულას“ მიაკვლიეს.

თელავის მერიის ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლენილია არაუგვანეს ადრე შუა საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული ნაგებობების ნაშთები და ქალაქისთვის სხვა დამახასიათებელი კომპონენტები – ეკლესიები, გალავნები და სხვა.