კალაძე: ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო საპარკინგე ადგილებზე სხვა ავტომობილების გაჩერება დაუშვებელია

587

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო საპარკინგე ადგილებზე ხშირად სხვა ავტომობილებია გაჩერებული, რაც მისი თქმით, უნდა დარეგულირდეს. კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნებისმიერ რეფორმას ეკარგება ფასი, თუ იგი კარგად არ აღსრულდა.

“ეს დასარეგულირებელია. რაღაც გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, ის თუ აღსრულებაში კარგად არ განვახორციელეთ, მაშინ იმ რეფორმას საერთოდ დაკარგული აქვს ფასი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური კომუნიკაცია საპატრულო პოლიციასთან, კამერებით აღჭურვა, თუ ჯარიმებია გასაზრდელი, გავზარდოთ ჯარიმები, რათა ქალაქში იყოს წესრიგი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბასლეინებთან დამრღვევი მძღოლების დასაჯარიმებლად, შესაძლოა, კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდოს.