კალაძე: თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება

995
გიორგი ისაკაძის ფოტო

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, რომ დიღმის ჭალების პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება.

“უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს. ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიღმის ჭალებში სარეკრეაციო ზონის მოწყობას წინა მერი დავით ნარმანიაც გეგმავდა. 2015 წლის 25 მაისს გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მაშინდელ მერს დავით ნარმანიას არქიტექტურის სამსახურის მაშინდელი უფროსის მოადგილემ ოთარ ნემსაძემ დიღმის ჭალებში იმ ტერიტორიაზე წარუდგინა, სადაც 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა.