კალაძე: 2019 წლის ბიუჯეტში უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული

654

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნისნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი პროექტებია გათვალისწინებული.

“მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში. 2019 წლის ბიუჯეტის ოდენობა აღემატება 2018 წლისას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2019 წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება. უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ დედაქალაქისთვის. წლევანდელი ბიუჯეტი გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 66 მილიონი ლარითაა გაზრდილი, თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ გუშინ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.