პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტები დაამტკიცეს

864

ადიგენის, ახალქლაქისა და ნინოწმინდის საკრებულოებმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ამ დრომდე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ ახალციხესა და ბორჯომში არ დაუმტკიცებიათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მომავალი წლის ბიუჯეტი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 24 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა. მიმდინარე წელთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტითაა გაიზარდილი და მისი რაოდენობა 5 870 600 ლარია.

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური მომსახურებაა. ამ მუხლებში 200 00 ლარი გაიწერა, რაც გასულ წელთან შედარებით 60 000 ლარით მეტია. რიგით მეორე პრიორიტეტი კი ინფრასტრუქტურული პროექტებია და ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისიწნებული მილიონნახევარი ლარია: „გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის მომატებული თანხები ააიპ–ებში, მათ შორის დასუფთავებაში, ირიგაციაში და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში. მომავალი წლიდან მოხის ბაღი გაიხსნება, იქ სამი ჯგუფი იქნება, ამისთვის მეტი თანხის გაწერა იყო საჭირო“.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაამტკიცა ნინოწმინდის საკრებულომაც. მომავალ წელს აქ ბიუჯეტი 5 400 000 ლარი იქნება. როგორც ნინოწმინდის საკრებულოში აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 9 000 000 ლარით უკვე დაამტკიცა ახალქლაქის საკრებულომაც. თანხის დიდი ნაწილი აქ გზების მშენებლობაზეა გაწერილი.

გასულ კივირას, 4 300 000 ლარით დაამტკიცა 2019 წლის ბიუჯეტი ასპინძის საკრებულომაც. რაც შეეხება ახალციხესა და ბორჯომს. ახალციხის საკრებულოს სხდომის თარიღი ჯერ არ ჩაუნიშნავს, ბორჯომი კი მომავალი წლის ბიუჯეტს 26 დეკემბერს დაამტკიცებს.

კოდექსის მიხედვით თვითმმართველობებმა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 28 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.