მერია თბილისის ანძას 25-წლიანი იჯარით გასცემს (ვიდეო)

1575

წინა სტატია

თბილისის მერი კახი კალძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რადიოქალაქისა და სატელევიზიო ანძის პროექტის დეტალებს გააცნო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ორივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარია, აქედან 20 მილიონი რადიოქალაქის განვითარებისთვის, 10 მილიონი დოლარი კი სატელევიზიო ანძის პროექტის განსახორციელებლადაა განკუთვნილი.

სატელევიზიო ანძას ექნება დამატებითი ფუნქცია, როგორც ბევრ ქვეყანაშია. საუბარია დამატებით რესტორნის მოწყობაზე.

ამასთან, კალაძის ინფორმაციით, სატელევიზო ანძასთან ერთად დამატებითი ფუნქცია მუხიანში მდებარე რადიოქალაქსაც მიენიჭება.

მერის თქმით, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და ქალაქისთვის სატელევიზიო ანძა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

ორივე პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა ჩატარებულია. მერიის მიერ შეთავაზებული პირობების თანახმად სატელევიზიო ანძის გასხვისება არ მოხდება და დაინტერესებულ კომპანიას 25 წლით იჯარით გადაეცემა, რაც შეეხება რადიო ქალაქის პროექტს, ტერიტორიის გასხვისება აუქციონით მოხდება.