კურორტ “გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება (ვიდეო)

წინა სტატია

კურორტ “გოდერძიზე“ 2018-2019 წლის ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე  ორივე საბაგირო ფუნქციონირებსდა მოეწყობა სათხილამურო ტრასები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“როგორც ცნობილია “გოდერძიზე“ გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს და ის 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ერთი რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.

რაც შეეხება განთავსებას ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმროა. ერთი კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. ასევე, გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო “დავითი“, რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან 5 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. 10 ნომრიანი სასტუმრო 30 ადამიანზეა გათვლილი და მას სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი ემსახურება. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კურორტ “გოდერძიზე” სეზონი 8დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა უთოვლობის გამო სეზონის გახსნა გადაიდო. ამასთან, ცნობილია, რომ კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება.

მსგავსი სიახლეები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული
გამოცემა მომზადებულია პროექტის - "მდგრადი სათემო განვითარების მექანიზმების პილოტირება აჭარის მაღალმთიან სოფლებში" - ფარგლებში. კვლევა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი
წინა სტატია აჭარის მთავრობა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის პრიორიტეტებს დააფინანსებს. თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
როგორ მუშაობენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და ასრულებს თუ არა რგოლი იმ ფუნქციას,
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა
სიუჟეტი მომზადებულია "TV25-ის" მიერ ავტორი: ეკა ბარამიძე, ზაზა ჯაყელი, თინათინ სასანია სოფელი ერთი ოჯახით და
წინა სტატია სააქციო საზოგადოება ''გომარდულის“ ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი“ ახალი
მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნეხევარ მეტრს მიაღწია, დაბაში კი 2-3 სმეტრია. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე  დანისპარაულისა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გაზიფიცირების პირველი ეტაპი, რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო, დასრულდა. მაღალმთიანი აჭარის
დაყადაღებული კურორტის გაურკვეველი მომავალი. "გომარდული“ ტურისტების მიღებას, სავარაუდოდ, წელსაც ვერ შეძლებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 2011 წელს
მწვანე ტბა-დიდაჭარის იალის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სამუშაოების ფარგლებში აშენდა ახალი
5-6 ოქტომბერს ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და
შუახევის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელი ტომაშეთი დაცლის პირასაა. მთას ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ, რომლებსაც სოფელში დასაქმების
%d bloggers like this: