ქვემო სამგორში, ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

599

ქვემო სამგორში, ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე 5 400 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, 500 კვ.მ ფართობზე კი ტროტუარი მოეწყო; ასევე, მოწესრიგდა ბორდიურიც. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 260 000 ლარი დაიხარჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “არსაკიძე 2000-მა” აწარმოა.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოწესრიგდა წყალარინების ჭებიც. გასულ წელს კი სრულად გამოიცვალა წყალმომარაგების სისტემა. ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ათეულობით წლის განმავლობაში არ შესრულებულა”, – აცხადებენ გამგეობაში.