კამპანიას – “ნუ მოჭრი – მორთეს“ თბილისისა და დუშეთის შემდეგ, სენაკიც შეუერთდა

842

წინა სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციის მიზნით მასშტაბურ კამპანიას “ნუ მოჭრი – მორთეს“ ახორციელებს, რომლის მიზანიც საპრევენციო აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიას დედაქალაქის შემდეგ დუშეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ.

“დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, სიმბოლურად მოირთო ნაძვის ხე. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინებით წინასაახალწლო განწყობა შექმნეს”, – აცხადებენ სენაკის მერიში.