კამპანიას – “ნუ მოჭრი – მორთეს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიც შეურთდა

721

წინა სტატია

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, კამპანია – “ნუ მოჭრი – მორთე“ დაიწყო.

აღნიშნულ კამპანიას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია შუერთდა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბუნებრივი ნაძვის ხე მორთეს.

შეგახსენებთ, რომ კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.