გურჯაანის მერიამ 200 განხორციელებული პროექტი წარადგინა

643

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 200 განხორციელებული პროექტი წარადგინა, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე განათლების, კულტურულ, სპორტულ, სოციალურ და სხვა მიმართულებებს მოიცავს.

მერიის მიერ წარმოდგენილ რუკაზე, შეგიძლიათ იხილოთ სასტუმროების, შატოებისა და მარნების მასშტაბური მშენებლობები, ცენტრალური პარკის, ტექნოპარკისა და კავკასიის ღვინის უნივერსიტეტის პროექტები.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად, გურჯაანი, როგორც მეღვინეობის ქალაქი გაიცნო არა მარტო საქართველომ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ და ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობები, რომელიც მემორანდუმების გაფორმებით გაგრძელდა.

წარმოდგენილ დოკუმენტში ასახული თითოეული პროექტის განხორციელება მოითხოვდა დიდ ძალისხმევასა და შრომას, ჩვენი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და თანადგომას, რისი საერთო შედეგიც რუკაზეა ასახული”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტების განხორციელება მომავალში გაორმაგებული რაოდენობით გაგრძელდება.

რუკის სანახავად გადადით ბმულზე.