გორში მიუსაფარი ცხოველების საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართება

1670

მიუსაფარი ცხოველების საკითხზე “NDI” 21 დეკემბერს 12:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I კორპუსში საჯარო განხილვას აწყობს. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელევს.

“საჯარო განხილვის მოდერატორი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორი, თამარ გზირიშვილი იქნება. ხოლო მომხსენებელი ა/ო მეგობრობის ხიდი “ქართლოსის“ დირექტორი მეგი ბიბილური.

შეხვედრაზე გაიმართება პროექტის “გორის მუნიციპალიტეტში დადებითი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად” წარდგენა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული არასამთავრობო ორგანიზაციის მეგობრობის ხიდი “ქართლოსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ განიხილება დაინტერესებული მხარეების მიერ ერთიანი სამომავლო გეგმის შემუშავება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.