გორში სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა ხელფასებისთვის წელს ბიუჯეტიდან 624 140 ლარი დაიხარჯა

711

“ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მომავალ წელს 144 000 ლარით მეტს დახარჯავს”, – ამის შესახებ გორის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, დაფინანსების მატება დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობამ და მხარდაჭერამ განაპირობა. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელებს.

თუ გასულ წელს აღნიშნულ ა(ა)იპ – ის ბიუჯეტი 1 მილიონ 712 ათას ლარს შეადგენდა, მომავალი წლისთვის ეს თანხა 1 მილიონ 856 ათას ლარამდე გაიზრდება. დამატებითი ფინანსები სააგენტოსთან ერთად მის ბალანსზე არსებულ სპორტულ სკოლებზე გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხელფასისთვის მიმდინარე წელს სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ მთლიანად 624 140 ლარი დახარჯა. რაც სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტის, დაახლოებით, 36%-ს შეადგენს.

აქედან, 2018 წელს: სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაციაში ხელფასებისთვის 115 200 ლარი: ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის სპეციალიზებული კრივის სკოლაში – 98 340 ლარი; გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლაში- 46 200 ლარი; გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლაში -5 300 ლარი; ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლაში – 39 600 ლარი; შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლაში – 319 500 ლარი.