ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელ სახლებს აშენებენ

926

წინა სტატია

ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. მერიის ინფორმაციით, პროექტში 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედაა ჩართული.

სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რისთვისაც მუნიციპალიტეტს 2015 წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.