ხობის სოფელ თორსაში შიდა სასოფლო გზები მოწესრიგდა

1353

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

“პროექტის მიხედვით, 4 750 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო რკინა-ბეტონის მილ-ხიდები და ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.367.606 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივები.

გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა კურორტ ანაკლიასთან დასაკავშირებლად. 2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 61 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.