ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე, გზას აგებენ

999

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე, გზის საფარის დაგება დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, დუმბაძის ქუჩაზე პარალელურად საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობდა. წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა სამუშაოები და შესაბამისად ადგილზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი+” ახორციელებს და სამუშაოების ღირებულება 1 მილონ ლარამდეა.

“დუმბაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობდა წყალგაყვანილობის სამუშაოები. გამოიცვალა ძველი წყლის მილები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები. დაიწყო ასფალტის საფარის დაგება, რომელიც მალევე დასრულდება და გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.