ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც წინასაახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება

931
გიორგი ისაკაძის ფოტო

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლო დღეებში, დაახლოებით, 20-მდე ადგილზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება. კალაძის ინფორმაციით, გარევაჭრობისთვის ადგილები თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა დაშვებული იქნება: გლდანში – მეტროსადგურ “ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე, II მ/რ-ში; ნაძალადევში – მეტროსადგურ “ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ “ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; დიდუბეში – დინამოს ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთაზე; მეტროსადგურ “დიდუბეს“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩაზე; ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე; ვაკეში – მეტროსადგურ “დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; საბურთალოზე – ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე; სპორტის სასახლის მიმდებარედ; ისანში – ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, I მიკრორაიონის 12-ე კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილში – ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე N10ში; მეტრო “ვარკეთილის მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩაზე.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება. როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა. ასევე, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება