თბილისის მერია 16 ოჯახს ფართს 1 ლარად დაუკანონებს

633

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია 16 ოჯახს ფართს 1 ლარად დაუკანონებს. კალაძის თქმით, მერია ფართების დაკანონებას მომავალშიც გააგრძელებს.

“დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ, ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. მათგან 11 სახოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი – გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. თქვენ იცით, რა პრობლემებია, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას, გაზარდეს შვილები, შვილიშვილები. მინდა მათ მივულოცო მათ ეს ბედნიერება. ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ”,- განაცხადა კალაძემ.