თბილისის მერია ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

956

წინა სტატია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოჭრეს, თბილისის მერიამ განცხადებით უპასუხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები, რათა მომხდარიყო დროული პრევენცია, ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა განცხადება, როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედიასაშუალებებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან, თბილისის მასშტაბით დაიწყო სანიტარული ჭრები და ჯამში მოიჭრება 20 000 ძირი დაავადებული (ხმობადი და ზეხმელი) ხე-მცენარე.

აღმაშენებლის გამზირზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად, დაირგვება 23 ძირი სხვადასხვა სახეობის, 4 მეტრზე მაღალი ხე: 8 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი; 7 ძირი უნგრული ცაცხვი; 9 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.