ისნის რაინში ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

857

ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც გამგეობასი აცხადებენ, პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება. სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია “GWP” ახორციელებს. მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.

“მეტრომშენში, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავპირდით, ყოფილი აფანასიევის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაწყებული. პირველ რიგში, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი იცვლება, რაც აქ მცხოვრებ ოჯახებს დღემდე, სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. მას შემდეგ, რაც კომპანია “GWP” წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაასრულებს, საშუალება მოგვეცემა, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

მელიქიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის შეცვლა ორ კვირაში დასრულდება, ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დაიწყება.