18 და 19 დეკემბერს მელიქიშვილის გამზირი რამდენიმე საათით გადაიკეტება

540

წინა სტატია

თბილისის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება. დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს  “თბილსერვის ჯგუფი’’ 18 და 19 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს გაანათებენ. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.