ცნობილია, როგორი იქნება ქედის კულტურის ცენტრი (ფოტო)

36

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებულმა შპს “სითი ართ დეისიმ” დოკუმენტი მაკეტთან ერთად უკვე წარადგინა და მისი ღირებულება 21 100 ლარს, ხოლო პროექტის სრული ღირებულება 1 500 000 ლარზე მეტს შეადგენს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზეპროექტის დასაფინანსებლად ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.