ბორჯომი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით და საახალწლო დეკორაციებით შეხვდება (ფოტო)

1036

წინა სტატია

ბორჯომი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით და საახალწლო დეკორაციებით შეხვდება. სპეციალურად განათებული ფიგურები ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში დამონტაჟდება.

მერიის ინფორმაციით, ახალი ნაძვის ხე მიმდინარე წელს შეიძინეს და მისი სიმაღლე 12 მეტრია.

” წლევანდელი ახალი წელი თითოეული ბორჯომელისა და ქალაქის სტუმრებისათვის გამორჩეული იქნება. ჩვენი ქალაქი დღესასწაულს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. ნაძვის ხე მიმდინარე წელს შევიძინეთ და მისი მონტაჟი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს. 12 მეტრიანი ნაძვის ხე სათამაშოებითა და განათებებით მოირთვება და განსაკუთრებულ განწყობასაც შემატებს ქალაქს. მისი აწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ქალაქს ნაძვის ხის გარდა ახალი საახალწლო დეკორაციებიც შეემატება. სპეციალურად განათებული ფიგურები ქუჩებს, სკვერებსა და ბაღებს დაამშვენებს”, – აცხადებენ მერიაში.