ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს განათდება

31

წინა სტატია

ბათუმში, ევროპის მოედანზე, 25 დეკემბერს 21:00 საათზე საახალწლო ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებენ. როგორც მერიაში აცხადებენ, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საინტერესო სანახაობა და სიურპრიზები ელოდებათ.

ამასთან, ცნობილია, რომ გასული წელს დაწყებული პროექტი “ახალი წელი შენს ეზოში” ბათუმში წელსაც განხორციელდება. მერიის ცნობით, სატვირთო ავტომობილი სხვადასხვა ქუჩებზე იმოძრავებს და საახალწლო განწყობას შექმნის.

სადღესასწაულოდ ქალაქ ბათუმის გაფორმებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარია გათვალისწინებული.