ადიგენის მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

1482

ადიგენის მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი 10 დეკემბერს 15 538 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ 10 მეტრზე მაღალი ხელოვნური ნაძვის ხე, დაბის ცენტრში, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ დღეში უნდა დადგას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საახალწლო ღონისძიება ადიგენში 31 დეკემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ მდებარე სკვერში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მიიღებენ. საღამო კი ფეიერვერკით დასრულდება.