ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში ყინულის სკულპტურების გამოფენით გაიხსნება

1091

სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონი 22 დეკემბერს გაიხსნება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნა ყინულის სკულპტურების და ფოტოების გამოფენით დაიწყება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ღონისძიება გრანდიოზული 2 წუთიანი ფოიერვერკით დასრულდება.

ამასთან, ცნობილია, რომ წელს ტურისტებს თეთნულდში 4 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა დახვდებათ. თეთნულდში სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 30 კმ-ია. რაც შეეხება ჰაწვალს კურორტზე 2 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა იქნება წარმოდგენილი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 7 კმ იქნება.

ასევე, 5 მცირე ზომის საბაგირო: ეცერში, უშხვანარში, მაზერში, უშგულსა და ლენტეხში განთავსდება. სვანეთში ჯამში 11 საბაგირო მოეწყობა.