ინაუგურაციის რეპეტიცია – ქვემეხებიდან გასროლის გამო სახლებს შუშები ჩაემსხვრა

1588

წინა სტატია

თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი თელავის სოფელ  კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა. კერძოდ ჩაიმსხვრა 3-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

როგროც დაზარალებულები “კურიერთან” საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა, დაახლოებით, 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.

სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ დაზარალებულთა მონაცემებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან, თუმცა ჯერჯერობით კურდღელაურის მცხოვრებლებთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ინაუგურაციის დღემდე თელავში ქვემეხებს გაისვრიან.

თელავში ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის ღონისძიების ჩასატარებლად სამუშაოები მიმდინარეობს – ქალაქში გამოიფინა საქართველოს დროშები, მონტაჟდება სცენა და ა.შ.

როგორც ცნობილია, ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. მოსახლეობას კი შეეძლება, ინაუგურაციას თვალი თელავის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.