ხვალ ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი გაიმართება

960

15 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე, ვაკის პარკში, თაფლის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 19 მცირე და საშუალო მეწარის პროდუქცია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესიტვალზე შეგროვილი თანხის ნაწილი  მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადაირიცხება. ინფრომაციას სამოქალაქო საზოგადოების პორტალი ავრცელებს.

ფესტივალი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებას და არსებულ გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლებას.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი საქართველოსთვის, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შპს იმპერვეტი, თბილისის მერია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო – სიდა, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ათინათი, ISET.  ფესტივალი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა” (FASSI) ფარგლებში.