ხაშურის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე დაიხარჯება

1111

სტატიის გაგრძელება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში, საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია.

მერიის ცნობით, სამუშაოს ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებითა და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და საინჟინრო კომუნიკაციები. ხილო, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები.

“უახლოეს პერიოდში, მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს კონკურსს ძველი შენობის დემონტაჟზე. ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ქალაქისთვის აუცილებელია.

სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს პროფესიონალ სპორტულ გუნდებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უწევთ ვარჯიში, რაც დამატებით დროსთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული. “ივერიის“ სტადიონის მშენებლობა კი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების მეტად განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას”, -აღნიშნა ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.