ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს განათდება

1243
ქუთაისი

წინა სტატია

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ელეონორა გოგოლაშვილის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისში პირველი ღონისძიება 28 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის N2 სამუსიკო სკოლაში ახალგაზრდული კამერული მუსიკის კონცერტით გაიხსნება და ამავე დღეს გაანათებენ საახალწლო ნაძვის ხესაც.

მონ პლეზირის თაღთან,  31 დეკემბერს დილიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიებები და დღის განმავლობაში გაგრძელდება. 22:00 საათზე კი ტრადიციული გალაკონცერტი გაიმართება, თუმცა შემსრულებლების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ღონისძებები გაგრძელდება ახალ წელსაც, 1–2 იანვარს კულტურის ცენტრში “ნიღბების თეატრის” წარმოდგენები გაიმართება და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს საახალწლო ნობათები დაურიგდებათ. 3 იანვარს კი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართება ოპერის თეატრში, სადაც პატარები ნობათს მიიღებენ.

ხოლო, 7 იანვარს ქალაქში ტრადიციულად, საშობაო მსვლელობა გაიმართბა, შეგროვებული ნობათი კი მზრუნველობამოკლებულებ ადამიანებს გადაეცემათ.

ამასთან, ცნობილია, რომ საახალწლო მორთულობის შესაძენად ქუთაისის მერიამ 109 873, ხოლო საახალწლო ფეირვერკებისათვის 16 408 ლარი გამოყო. ასევე, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერია 43 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.