მარნეულის ყოფილი მერი, გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროდან გათავისუფლდა

1272

წინა სტატია

მარნეულის ყოფილი მერი, გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებული აბაზოვის ფოტო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა.

როგორც “ლიბერალი” პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მარნეულის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 10 000 ლარის გირაოთი შეუცვალა.

შეგახსენებთ, რომ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

აბაზოვის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პირველად “რადიო მარნეულმა” გაავრცელა.