მცხეთაში სასმელი წყლის პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

790

12 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთა- მთიანეთის ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელ და გერმანელ ინჟინერთა ჯგუფი.

მერიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს “ODC-ის” დეპარტამენტის დაფინანსებული ინჟინერთა ჯგუფის ვიზიტის მიზანს 2019 წელს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება წარმოადგენდა. კერძოდ, სოფელ ბიწმენდში დამატებით ჭაბურღილის მშენებლობა, სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია-მშენებლობა, სოფელ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და სხვა პროექტები.

ჯამში მერიის ცნობით, დაახლოებით, 150 000 – 200 000 დოლარის ფარგლებში საგრანტო პროექტების განხორციელება იგეგმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძლები სტუმრებთან ერთად ადგილზე გაეცნენ იმ ობიექტებს, რომელთა დაფინანსება შემდგომში განხორციელდება.